შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის „ციფრული ტბელ აბუსერისძე - ბილინგვური სემანტიკური გამოცემა“ (FR-23-3345) ფარგლებში, უცხოურ ენაზე პირველად ითარგმნა ტბელ აბუსერისძის მთელი შემოქმედებითი მემკვიდრეობა – ავტორის ხუთივე ორიგინალური თხზულება:
„გალობანი სამთა იოვანეთანი“ (8 გვერდი)
„გალობანი მწვალებელთა შეჩვენებისანი“ (10 გვერდი)
„გალობანი წმიიდისა ღმრთისმშობელისანი“ (10 გვერდი)
„სასწაულნი წმიდისა მთავარმოწამისა გიორგისნი“ (16 გვერდი)
„ქრონიკონი სრული მისითა საუწყებელითა განგებითა“ (60 გვერდი).
ტექსტები თარგმნა ხათუნა ბერიძემ. თარგმანის მეცნიერ-კონსულტანტი და რედაქტორი რამაზ ხალვაშია.
ტბელ აბუსერისძის თხზულებების ინგლისურ-ქართული პარალელური ტექსტი „ქართული ენის ეროვნულ კორპუსში“ აიტვირთა.