ბსუ თარგმანისა და ინტერდისციპლინარული კვლევების ცენტრმა უმასპინძლა რამაზ ხალვაშისა და ხათუნა ბერიძის სემინარს თემაზე „ციფრული ტბელ აბუსერისძე“, რომელიც ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის „ციფრული ტბელ აბუსერისძე - ბილინგვური სემანტიკური გამოცემა“ (FR-23-3345) ფარგლებში. სემინარი მიზნად ისახავდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისთვისა და სტუდენტებისთვის პროექტის ვებგვერდისა (seta.bsu.edu.ge) და მისი კონტენტის (ტბელ აბუსერისძის თხზულებათა ქართულ-ინგლისური პარალელური კორპუსის) გაცნობას.