იტვირთება...

ვორკშოპი თემაზე „სემანტიკური გამოცემის სტრუქტურა“

ბსუ დიგიტალური ჰუმანიტარიის ცენტრმა უმასპინძლა რამაზ ხალვაშისა და ხათუნა ბერიძის ვორკშოპს თემაზე „სემანტიკური გამოცემის სტრუქტურა“. ვორკშოპი, რომელსაც ბსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ, ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის „ციფრული ტბელ აბუსერისძე - ბილინგვური სემანტიკური გამოცემა“ (FR-23-3345) ფარგლებში.