იტვირთება...

რამაზ ხალვაშის ლექცია „ტბელ აბუსერისძის ღვაწლი“

2024 წლის 11 ნოემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა შეხვედრა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, რამაზ ხალვაშთან. მოხსენების თემა იყო - „წმინდა ტბელ აბუსერისძის ღვაწლი“.

მომხსენებელმა ისაუბრა მე-13 საუკუნის დიდი ქართველი მწერლის - წმ. ტბელ აბუსერისძის საეკლესიო, საზოგადოებრივ, სამეცნიერო-პედაგოგიურ და ლიტერატურულ მოღვაწეობის შესახებ. ავტორის შემოქმედებითი მემკვიდრეობა განიხილა მდიდარ ქართულ ლიტერატურულ მემკვიდრეობასთან (ეგზეგეტიკა, ჰაგიოგრაფია, ისტორიოგრაფია, ჰომილეტიკა, ლიტურგიკა, დოგმატიკა, პოლემიკა, პასქალისტიკა) მიმართებით.

რ. ხალვაშმა მიმოიხილა წმ. ტბელ აბუსერისძის ავტორიზებულ ხელნაწერში დაცული ხუთივე ნაწარმოები, კერძოდ: ჰაგიოგრაფიული თხზულება „სასწაულნი წმიდისა მთავარმოწამისა გიორგისნი“, ჰიმნოგრაფიული ტრილოგია „გალობანი სამთა იოვანეთანი“, „გალობანი მწვალებელთა შეჩუენებისანი“, „გალობანი წმიდისა ღმრთისმშობლისანი“, პასქალური ნაშრომი „ქრონიკონი სრული მისითა საუწყებლითა განგებითა“.