მოცულობა, მასალა: 14×11 სმ, 385 ფურცელი, ეტრატი, ყდა – ტყავგადაკრული ხე
ხელი: ნუსხური, ყავისფერი (შავი) მელნით, დასაწყისები და სათაურები – სინგურით
გადამწერები: ბასილი (166r) და ორი უცნობი კალიგრაფი
რედაქტორი და ავტორ-შემდგენელი: ტბელ აბუსერისძე (351r)
თარიღი: 1233 წელი
გადაწერის ადგილი: გელათი
მდგომარეობა: XVI საუკუნეში საფარის წმინდა საბას ლავრის მოღვაწე სვიმონ კარგარეთელმა, ამბერკი იშხნელის დაკვეთით, აღადგინა და განავრცო ხელნაწერი: დაუმატა ქაღალდზე ნაწერი (386r-488v) ფურცლები. რესტავრაციის დროს ხელნაწერის კიდეები შიგადაშიგ ისეა ჩამოჭრილი, რომ დაკარგულია ტექსტთან დაკავშირებული მინაწერებისა და აღრიცხვების დიდი ნაწილი.
დაცულობის ადგილი: XIII-XVI სს. – ხიხათა ერისთავების „სამკჳდრებელი“ ეკლესია;
XVI-XVII სს. – საფარის წმინდა საბას ლავრა;
1640-1699 წწ. – გელათის მონასტერი;
1699-1764 წწ. – მოსკოვი;
1764-1888 წწ. – სვეტიცხოველი;
1888-1921 წწ. – საეკლესიო მუზეუმი (მიენიჭა №85);
1921-1929 წწ. – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
1929-1958 წწ. – საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი (მიენიჭა A ლიტერი);
1958 წლიდან დღემდე – კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი).